
ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა და შეხვედრაში მონაწილეობენ.
ამჯერად, ეცერისა და ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, ევროპის განათლებისა და კულტურის ცენტრმა ინფორმაციული შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სტუმრებმა სასკოლო საზოგადოებასთან ერთად პროექტები განიხილეს, რომლებიც მომავალში უნდა განახორციელონ.
შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ისეთი სახის შეხვედრებს, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: