
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა საინტერესო და შემეცნებით პროექტებში აქტიურად ერთვებიან და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, IV კლასის წარჩინებული მოსწავლე ნუცა ვაწაძე ესეების კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მიერ იყო ორგანიზებული.
სკოლაში მოსწავლეთა ძლიერი მხარეების წარმოჩენასა და მოსწავლეების შესაძლებლობების გამოვლენას დიდი ყურადღება ეთმობა.
„გვინდა ვუსურვოთ წარმატება მთელი ცხოვრების მანძილზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: