აფხაზეთის N5 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, ევროპელ თანატოლებთან ერთად, საერთაშორისო კონკურსში ჩაერთნენ
05-04-2023
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა თუ პროექტში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეები „ითვინინგის“ საერთაშორისო კონკურსში ევროპელ თანატოლებთან ერთად ჩაერთნენ. მასში პოლონეთის, რუმინეთის, საქართველოს, იტალიის, საბერძნეთის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.
მეხუთეკლასელები ახლა პროექტის ლოგოს კონკურსისთვის ემზადებიან. მათი ხელმძღვანელი ფ. ბენდელიანია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს