
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება ეწყობა.
მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
პატარები ლექსებით, სიმღერებითა და ქორეოგრაფიული წარმოდგენებით წარდგნენ დედებისა და პედაგოგების წინაშე.
მოზარდებმა, ქალბატონებს ეს დღე მისალოცი ბარათებით, ყვავილებითა და დიდი სიყვარულით მიულოცეს.
სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ემოციების გაზიარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ვიდეო: