აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო
05-04-2023
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა - „არა ზერელე ტოლერანტობას“,  ჩატარდა.

მას მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასის მოსწავლეები და კლასის დამრიგებლები თ.ბანძელაძე, ლ.კახიძე ესწრებოდნენ. სპეცმასწავლებელმა - ჟანეტა ნოდიამ მოსწავლეებს აუტიზმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ანიმაციური ფილმი აჩვენა, იმ ცნობილ აუტისტ ადამიანებზე ესაუბრა, რომლებმაც ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიღწიეს. მას ამავე თემაზე საინფორმციო სლაიდი ჰქონდა მომზადებული.

მოსწავლეებმა მოუსმინეს ჩანაწერს, რომელშიც მშობლები აუტისტ შვილებზე და იმ გამოწვევებზე საუბრობენ, რომელთა გადალახვაც ყოველდღიურად უწევთ. პოსტერზე - „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ მათ ფერადი ფურცლებისაგან გამოჭრილი ფაზლები მიაკრეს. გარდა ამისა, დაამზადეს საინფორმაციო ფლაიერები, სიმბოლურად ფლაიერზე დახატეს გული და გააფერადეს ლურჯად.

შეხვედრის დასასრულს, მინი-სპექტაკლის პრემიერა გაიმართა, რომლის დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და მხატვარ-გამხოვანებლები მეხუთე კლასის მოსწავლეები იყვნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203