ბოსტანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კაფე „პაპირუსი“ მუშაობას ანახლებს
05-04-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კაფე „პაპირუსის“ მე-5 შეხვედრისათვის ემზადებიან. 
 
სკოლაში პროექტზე, რომლის თემატური მიმართულებაა საინფორმაციო-ლიტერატურული შეხვედრებია აქტიურად მუშაობენ. აღნიშნული პროექტი რაჭის სათემო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ევროკავშირის დაფინანსებით, ხორციელდება.

მოსწავლეები გასულ წელს ამავე ორგანიზაციის ჩატარებულ ტრენინგს - „ქალთა ძალაუფლება ინკლუზიისათვის“, დაესწრნენ. მათ მიკრო საგრანტო კონკურსში საპროექტო განაცხადი წარადგინეს, შეირჩა ათი გამარჯვებული პროექტი, მათ შორის ბოსტანის სკოლისაც.
 
სკოლაში „პაპირუსი“ პანდემიამდე არსებობდა, სულ ჩატარებული იყო 4 შეხვედრა. პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და რაჭის სათემო ორგანიზაციის ტრენერი თამარ კობზონაძე ხელმძღვანელობს.

„პროექტის ფარგლებში, დავგეგმეთ და განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობები, მოსამზადებელი სამუშაოები. ბავშვებმა დაამზადეს პოსტერები. შეხვედრას ვგეგმავთ 6 აპრილს, პრეზენტაციების გარდა, გვექნება სახალისო ვიქტორინა და სხვა სიურპრიზები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203