წალკის N2 სკოლაში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა შესახებ მოსწავლეები სემინარებს ჩაატარებენ
05-04-2023
წალკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში გამოჩელ საზოგადო მოღვაწეებზე მოსწავლეთა სემინარების კვირეული (საგნების მიხედვით) დაიწყო.

მის ფარგლებში, საბაზო და საშუალო  საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში წარადგინეს. მათ შესაძლებლობები გამოვლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამომწურავად ისაუბრეს.

აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორი ქეთო ომიაძე-რუსიეშვილი იყო. პრეზენტაციების განხილვა შემდეგ შეხვედრებზე გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203