„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“- ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
05-04-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს, აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს. 

მათ ინფორმაცია შეაგროვეს, დაახარისხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს. მოსწავლეებს ამ დღის სიმბოლო - ფერედი წინდებიც ჰქონდათ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექნმილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203