დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინიციატივა
05-04-2023
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს. 

სკოლას ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. გაიმართა საინტერესო შეხვედრა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაეთნენ, მათ კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

შეხვედრის დროს, მოსწავლეებმს ინიციატივა გამოთქვეს, გამოიწვიონ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლის მოსწავლეები წაიკითხონ  - „ტომ სოიერის თავგადასავლი“ და ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დახმარებით, საჯარო განხილვა და ფილმის ჩვენება მოაწყონ.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თეკლა ალიბეგაშვილს. ის ბავშვებს ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე. „წიგნების თაროს“ მონაწილეებმა მათთვის მოამზადეს ვიდეორგოლი და გაუზიარეს ბავშვებს საყვარელი წიგნები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203