აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახვითი ხელოვნების კონკურსის პირველი ტური წარმატებით გადალახეს
05-04-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ზოგადი და პროფესიული განათლება“ ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ საფუძველზე სახვითი ხელოვნების კონკურსის პირველი ტური აჭყვას საჯარო სკოლაში გაიმართა. მისი თემები იყო: „ჩემი ქალაქი“ და „კოსმოსი“.

მოსწავლეემა საინტერესო, შემოქმედებითი ნამუშევრები დაამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა - ნინი დუმბაძემ და ანრი ქარცივაძემ პირველი ტური წარმატებით გადალახეს.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ.

„წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა მხატვრებს, კონკურსის შემდეგ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203