წვირმის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო
05-04-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსაწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად კი, ხელოვნების მასწავლებლის ლია ფირცხელიანის ინიციატივით, მე-4 კლასის მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო. მათი ნამუშევრები საინტერესო და შემოქმედებითი იყო, რამაც დამთავლიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, მათ პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203