აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლე ევა სურმანიძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
05-04-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლე ევა სურმანიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

2021/2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებს დაჯილდოების ცერემონიალი 4 აპრილს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. 

ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე.

აჭყვას საჯარო სკოლის დირექცია ევა სურმანიძეს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავს და წარმატებას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203