ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გუნდური ინტელექტუაური თამაშის ფინალურ ტურში გადავიდნენ
05-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, მოსწავლეები გუნდურ ინტელექტუაურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ ჩაერთნენ.
თავდაპირველად სკოლაში ინტელექტუალური თამაშის შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მეორე ტურში გადავიდნენ მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეები.
2 აპრილს, მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეგენდაში“, „ტვინების ბრძოლის“ რეგიონულ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.
ფინალში გადავიდნენ მე-5 და მე-7 კლასის გუნდები. მე-5 კლასის გუნდმა - „ტვინიკოსებმა“ მოიპოვა მე-3 ადგილი და გადავიდა ფინალურ ტურში, რომელიც 23 აპრილს გაიმართება.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
კლასის დამრიგებლები - დალი დევაძე და მაყვალა ანანიძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს