ახალშენის N2 საჯარო სკოლაში სპეცმასწავლებელმა, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაკვეთილი ჩაატარა
05-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.
სკოლის სპეცმასწავლებელმა - ნატალი ბერიძემ მე-8 და მე-5 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა გაკვეთილი თემაზე - „აუტიზმი“.
მოსწავლეები სლოგანის - „მიიღე, შეიყვარე, მხარი დაუჭირე, დაეხმარე განათლების მიღებაში, დაიცავი უფლებები“ გარშემო გაერთიანდნენ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მატ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს