დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტივობები გაიმართა
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს, აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
მათ ინფორმაცია შეაგროვეს, დაახარისხეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექნმილი.
იხილეთ ფოტოები: