ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხმალაძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერი გადაეცა
05-04-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხმალაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი მადლობას უხდიან. 

„ვულოცავთ მარიამს ამ დიდ წარმატებას და მომავალში წინსვლას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203