
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის - „დაიცავი სამშობლო“ ფარგლებში, საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს - „ლაგოდეხი“, N1 სასზღვრო სექტორის „ცოდნისკარის“ მესაზღვრეებს შეხვდნენ.
ბავშვები გაერკვნენ საზღვრის დაცვის საკითხებში, გაეცნენ მესაზღვრეების ყოველდღიურ საქმიანობას, სექტორის ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ საშუალებებსა და ავტოტრანსპორტს, რომელსაც სასაზღვრო სამსახურში იყენებენ. ასევე მოსწავლეებმა ნახეს სამსახურეობრივი ძაღლის სამუშაო პროცესი სასაზღვრო ძებნის იმიტაციისას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სამშობლოსადმი პატრიოტული გრძნობებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები: