ოშორის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი ფრენბურთში, რეგიონალური თამაშების გამარჯვებულია
05-04-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლის მოსწავლეები როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

„საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2023’“-ის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, ფრენბურთში რეგიონალური თამაშები გაიმართა.

აღნიშნულ ტურნირში ასპინძის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულმა ნაქალაქევის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა და სოფელ ოშორის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს.

გოგონათა შორის პირველი ადგილი სოფელ ნაქალაქევის გუნდმა მოიპოვა, ხოლო ბიჭებს შორის ოშორის გუნდმა.

გამარჯვებული გუნდები სამცხე-ჯავახეთის სახელით მონაწილეობას მიღებენ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023“-ის ზონალურ თამაშებში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203