
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, III და IV კლასების მოსწავლეებთან ინფორმაციული გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც მოიცავდა პრეზენტაციას და სახალისო, სააზროვნო აქტივობებს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
გაკვეთილს ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელი ანა კვირიკაძე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებასა და მის დაცვას.
იხილეთ ფოტოები: