ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, სკოლის I3 კლასის მოსწავლეები დირექტორისა და დამრიგებლის - ლიანა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
„ისინი ასევე გაეცნენ ამ დღის აღნიშვნის არსს, რომლის მიზანია სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, - გვეუბნებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა პოსტერები დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: