ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში ოთხი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
05-04-2023
დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში პედაგოგებმა - ელისო ჯანელიძემ და ლელა სირაძემ ოთხი საგნის - ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და მუსიკის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს.
საგაკვეთილო პროცესი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ირ. ევდოშვილის „ჩახმახოს წინდისა“ და იტალიელი მწერლის სილვია სერელის „თეას ამბების“ მიხედვით წარიმართა, რომელიც ქართულ ენაზე მწერალმა მაიკო ტურაბელიძემ თარგმნა.
მოსწავლეებმა აღნიშნული ნაწარმოების მიხედვით, გაკვეთილზე ამოიცნეს და ცალ-ცალკე დააჯგუფეს ქართველი და იტალიელი შვილიშვილების ბებიები და ბაბუები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა მათემატიკის საგაკვეთილო თემა - ერთნიშნა რიცხვის გამრავლება და გაყოფა, ჯგუფური მუშაობით საკუთარი ბებიებისა და ბაბუების საქმიანობაზე ამოცანების შედგენას და ამოხსნას დაუკავშირეს.
„თემით: რუკა და გეოგრაფიული ობიექტები (საგანი ბუნებისმეტყველება) მოსწავლეებმა ქართველი ჩახმახოსა და პეპელას, იტალიელი თეას ბებიებისა და ბაბუების საცხოვრებელი შეადარეს ერთმანეთს კონტინენტების, ქვეყნების, ზღვის აუზისა და ორიენტირების მიხედვით“, - ამბობენ სკოლაში.
გაკვეთილის შემდეგი ნაწილი მუსიკას დაეთმო, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი ლელა სირაძე. მეოთხეკლასელებმა კომპოზიტორების სიმღერების შესრულებით ბებიებისა და ბაბუებისადმი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ასევე გრაფიკული სქემების შევსებაზე იმუშავეს.
გაკვეთილი მოიცავდა ასევე წერით აქტივობას: მოსწავლეებმა განიხილეს წაკითხული ნაწარმოები, საკუთარი თავი წარმოიდგინეს ნაწარმოების გმირების - ჩახმახოს და პეპელას, თეას ბებიებისა და ბაბუების ადგილზე.
„საგაკვეთილო პროცესის შეფასების დროს მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ გაკვეთილი ისეთი სახალისო იყო ვერც კი გაიგეს დრო ( 90 წუთი) როგორ გავიდა. ინტეგრირება, თანამშრომლობა, მოსწავლეთა ინტერესებითა და შესაძლებლობებით დაგეგმილი გაკვეთილი ყოველთვის საინტერესო და სახალისოა“ ,- ასე მიაჩნიათ პედაგოგებს: ელისო ჯანელიძესა და ლელა სირაძეს.
ინტეგრირებულ გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექორი: გიორგი ქასრაშვილი, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი: ნინო გვენეტაძე და სკოლის სპეცმასწავლებლები: ლელა ჯანელიძე და მარი მამარდაშვილი.
დაწყებითი კლასების მასწავლებელი ელისო ჯანელიძე მადლობას უხდის მუსიკის პედაგოგს: ლელა სირაძეს და სპეცმასწავლებელს: ლელა ჯანელიძეს თანამშრომლობისა და კოლეგიალურობისათვის.
მსგავსი ინტეგრირებული გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს