
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, გარემოსდაცვით საკითხებსა და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში განხორციელდა პროექტი, თემაზე - „დავრგოთ ხე, გაუფრთხილდეთ ბუნებას“.
მოსწავლეებმა, დარგეს ხე და გარემოს დაცვის თემაზე საინტერესო პლაკატები დაამზადეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ სამუშაო პროცესში.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გაიაზრონ და ბუნების დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად აქციონ.
იხილეთ ფოტოები: