სხვილისის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება გაიმართა
05-04-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში თვითმმართველობის ორგანიზებით, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე, ბუნებრივი რესურსების შესახებ, პერფორმანსი წარმოადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე, რომ მისი მარაგი თანდათან კლებულობს და საბოლოოდ იწურება. მათ ასევე ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა გააანალიზეს.

მოსწავლეებმა ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კედლის საინფორმაციო გაზეთი დაამზადეს.

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, მშობლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203