ზესტაფონის N5 სკოლის მოსწავლე ანი ბრეგვაძე გარემოსდაცვითი პროგრამის გამარჯვებულია
05-04-2023

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ბრეგვაძე მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეა, რომელიც სხვადსხვა პროექტში აქტიურად ერთვება და წარმატებით მონაწილეობს.

ამჯერად ანი, საქართველოს კრიმატის პროგრამის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამას CENN ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს არ არის ანის პირველი გამარჯვება, ის იმყოფებოდა პოლონეთში და მონაწილეობდა Erasmus+
მიერ ორგანიზებულ პროექტში.

სკოლაში მისი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა, მას როგორც მიზანდასახულ და შრომისმოყვარე მოსწავლეს ისე ახასიათებენ, რადგან  წარმატებისთვის აუცილებელი და სათანადო უნარები არაერთხელ გამოუმჟღავნებია.

„ანის კიდევ მრავალი გამოწვევის გამკლავებასა და წარმატების მიღწევას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203