ახალციხის N3 სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
05-04-2023

ახალციხის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და შეხვედრები იმართება.

ამჯერად, სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სპეცმასწავლებელმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სკოლის ექიმი ლიანა ნებაძე

მოსწავლეები აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საჭირო და საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, აუტიზმთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების დონე  გაზარდოს . ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203