მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღებას უთმობენ. ამჯერად, სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი კომპლექსურ დავალებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლსაც მასწავლებელი ლენა უგულავა ხელმძღვანელობდა.
დავალების თემა გახლდათ - „ჰელადოსი“ - მხატვრული ტექსტი და კინოფილმი.
მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ იმსჯელეს:
- რით ჰგავს ორი შემოქმედის მთავარი სათქმელი ერთმანეთს და რით განსხვავდება?
- არის თუ არა სრული სიუჟეტური თანხვედრა ტექსტსა და კინოვარიაციას შორის და რატომ ფიქრობენ ასე?
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ აღნიშნული აქტივობით, სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა პროცესში და თავიანთ აზრებს თამამად აფიქსირებდნენ.
იხილეთ ფოტოები: