
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქიმიაში საინტერესო პროექტზე იმუშავეს.
პროექტის თემა - „წყალი - უნივერსალური ნივთიერება“, გახლდათ.
მოსწავლეებმა, ინტერნეტისა და სკოლის ბიბლიოთეკაში არსებულ ლიტერატურის დახმარებით საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძიეს და ბუკლეტები დაამზადეს.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა წყლის მოლეკულის აგებულებაზე, გავრცელებაზე, უნიკალურ თვისებებზე და გამოყენებაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებს ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, ბიბლიოთეკაში მუშაობის, შემოქმედებითობისა და პრეზენტაციის გაკეთების უნარები განუვითარდათ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სკოლის დირექტორის მ/შ მარინე ფხაკაძე და დირექტორის მოადგილე მზია ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
პროექტს, ქიმიის მასწავლებელი ცუცა სულაკაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: