„ვსწავლობთ, ვშრომობთ და ვხალისობთ ბებიების მხარდამხარა“ - ფუთის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
05-04-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებში რთავენ.

ამჯერად, სკოლაში ქალთა საგაზაფხულო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული ღონისძიება - „ვსწავლობთ, ვშრომობთ და ვხალისობთ ბებიების მხარდამხარა“, მოსწავლეებმა ბებიებს მიუძღვნეს. მისი ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი მაყვალა ბერაძე იყო.

მოსწავლეებმა აღნიშნულ ღონისძიებაზე საყვარელ ბებიებს ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203