შავღელეს საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
05-04-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახის კონკურსი თუ აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში დაწყებითი კლასის კათედრაზე კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასის მასწავლებელი ფატი პაიჭაძე.

კონკურსზე 1-ელი ადგილი ლანა ჯაიანმა მოიპოვა, მე-2 ადგილი ანასტასია ფუტკარაძემ დაიკავა ხოლო მე-3 ადგილის მფლობელი ანასტასია ჩოგაძე გახდა.

ღონისძიებას დაწყებითი კათედრის თავმჯდომარე ლია მამულაძე და დირექტორის მოადგილე შორენა დავითაძე  ესწრებოდნენ.

მსგავსი კონკურსები და აქტივობები მოსწავლეთა წერის მანერების დახვეწასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203