ალამბრის საჯარო სკოლის პირველკლასელები გუნდურ სპორტულ თამაშებში მონაწილეობდნენ
05-04-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლაში, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიზნით სკოლაში არაერთი სპორტული თამაში ეწყობა, სადაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი.

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეები გუნდურ თამაშებში მონაწილეობდნენ.

შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, პატარები თავიანთი შესაძლებლობების წარმოსაჩენად თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება, აქტიურად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203