კაბლის N1 სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შესახებ საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მოამზადეს
05-04-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგების შეთავაზებულ საინტერესო და მრავალფეროვან დავალებებს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.
მათ, შორის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის - ანარა ნაბიევას ხელმძღვანელობით გამართეს კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია, რომლის თემაც გახლდათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული.
ბავშვებმა ისაუბრეს ნოვრუზ ბაირამის შესახებ, გაიმართა ჩაის სმის ცერემონიალი და დღესასწაულის შემადგენელი სხვა არაერთი ტრადიციული რიტუალი. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმაც და უფროსებმაც ბევრი იხალისეს.
სკოლაში აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ვიდეორგოლით ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს