წერეთელის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვით პროექტ-რეპორტაჟი მოამზადეს
05-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში, IV კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის „ჭკვიანი ყვავის“ მიხედვით, პროექტ-რეპორტაჟი მოამზადეს. მათი ხელმძღვანელი ლიდერი მასწავლებელი ქეთევან ცარციძე იყო.

მოსწავლეებმა სხვადასხვა როლი შესანიშნავად მოირგეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

აქტივობაში მეოთხეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში მეტად რთავს და ცოდნას უმაღლებს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203