
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში, სოციალურ საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
VIII - X კლასებში, მოქალაქეობაში, თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - გენდერულ თანასწორობა.
მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს და პრეზენტაციის სახით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს ერთმანეთს, ორ თემაზე:
გაკვეთილის მეორე ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც დამსწრე პედაგოგებიც ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა.
კლასების პედაგოგები: ლელა ძირკვაძე და დალი შავაძე გახლავთ.
„წინ კიდევ რამდენიმე ასეთი გაკვეთილი გველოდება. წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: