თბილისის N74 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე აღინიშნა
05-04-2023
თბილისის N74 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე აღინიშნა.
სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა მოეწყო, მათ შორის მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები და პლაკატები.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მატ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს