
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის - ჰაიკანუშ იორდანიანის ხელმძღვანელობით, მეორე მსოფლიო ომის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.
მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს.
მეთორმეტეკლასელებმა ასევე თემატური პლაკატები და კედლის გაზეთი დაამზადეს.
აღნიშნულ პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: