
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას
დიდი ყურადღება ეთმობა.
ტრადიციულად, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
წელს მოსწავლეები, სლოგნის - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“, ირგვლივ გაერთიანდნენ და ეს დღე საინტერესოდ წარმართეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კიდევ ერთხელ ერთად, მეგობრების სიყვარულით, საზოგადოების ყველა წევრის მიმღებლობით, ფერადი ხელებით და გულით გაერთიანებული სასკოლო საზოგადოება შეუერთდა მსოფლიოს და თავიანთი გულწრფელი სიყვარულით გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი.
აქტივობა მომზადდა და განხორციელდა მწვანე სკოლის ეკოკომიტეტის ორგანიზებით და ბიოლოგიის პედაგოგ ვერა ოდიკაძის კურატორობით.
„ასეთი დღეები გვაახლოებს ერთმანეთთან და უფრო ლამაზს ქმნის სამყაროს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ სკოლაში: