
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ტარდება.
ამჯერად, სკოლის მე-3ა კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ელენე დიასამიძის ხელმძღვანელობით, სპექტაკლი - „დათვის წვეულება“ გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლის მზადების პროცესში მთელი კლასი ენთუზიაზმით, მონდომებითა და ემოციებით ჩაერთო.
ბავშვებმა დათვის, მგლის, მელიის როლები შესანიშნავად მოირგეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სპექტაკლზე ასევე წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრები, რომლებიც მესამეკლასელებმა შთამბეჭდავად შეასრულეს.
„სპექტაკლს განსაკუთრებული მრავალფეროვნება შემატა და სასიამოვნო გახადა ქართულმა ტრადიციულმა ელემენტებმა: ტრადიციულმა სუფრამ, სადღეგრეძელომ, მამაპაპურმა ცეკვამ და სიმღერამ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნულმა დღემ როგორც მოსწავლეები, ასევე დასმწრე საზოგადოება დადებითი ემოციებითა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აავსო.
ასეთი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ტექსტის ღრმად გააზრებას, ასევე შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: