ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
05-04-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლინდა სირაბიძე და ანა მახაჭაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერები მიენიჭათ. 

დაჯილდოების ცერემონიალი ქედის რესურცენტრში გაიმართა. დამსახურებული ჯილდო ქედელ წარჩინებულ მოსწავლეებს, მათ შორის ლინდა სირაბიძესა და ანა მახაჭაძეს, ქედის მერმა როლანდ ბერიძემ და რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა გადაეცეს. ლინდა სირაბიძე და ანა მახაჭაძე ბეჯითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატება სკოლაშიც საზეიმოდ მიულოცეს. 

სკოლის დირექტორმა - ბადრი შავიშვილმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლაში საზეიმო დახვერდა მოუწყვეს, ჯილდოს მიღება მიულოცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კიდევ ერთხელ ულოცავენ მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203