ართანის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
05-04-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულრიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ართანის საჯარო სკოლაში  ჩატარდა სასკოლო, სპორტული  ღონისძიება „მხიარული სტარტები“. 

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ უფროსკლასელები, მასწავლებლები და მშობლები.

ღონისძიებას წინ უსწრებდა ლექცია-საუბარი  მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების შესახებ.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ კლასის ხელმძღვანელები, სპორტის მასწავლებლები და მშობლები, რამაც დიდი სტიმული მისცა მოსწავლეებს და აუმაღლა მოტივაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203