ქუთაისის N16 სკოლის VII კლასის მოსწავლეებს მათემატიკის მასწავლებელმა საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
05-04-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.
ამჯერად, VII კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის პედაგოგის - როზა რობაქიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო დავალება შეასრულეს.
დავალების ეს ტიპი მოიცავდა რამდენიმე აქტივობას - მოძიებას, დალაგებას, მსჯელობას და პრეზენტაციას. მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები საუკეთესოდ წარადგინეს და ვრცლად ისაუბრეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ქება დაიმსახურეს.
სკოლის დირექციამ და ხარისხის მართვის ჯგუფმა აქტივობა დადებითად შეაფასეს.