გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ კოლეჯს ესტუმრნენ
05-04-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა გაიმართა. 

ისინი კოლეჯ „პრესტიჟს“ ესტუმრნენ. ვიზიტი პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეების ცნობიერების ასამაღლებლად მოეწყო. 

მათ გარემო დაათვალიერეს, კოლეჯში არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. მოსწავლეებისთვის ეს აქტივობა საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. 
 
„დღე იყო შთამბეჭდავი, რადგან გარემო დაგვხვდა საინტერესო, ეფექტური. მოსწავლეებმა ინფორმაცია ლურჯი სუფრის ტრადიციის და ორნამენტების შესახებ მოისმინეს და უშუალოდ კეთების პროცესში ჩაერთნენ. მადლობა კოლეჯის გუნდს საუკეთესო მასპინძლობისა და სრულად მოწოდებული ინფორმაციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203