ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
05-04-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
მათ ამ თარიღთან დაკავშირებული აქტივობები ხელოვნების გაკვეთილზე განახორციელეს. მათ ამ დღის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, გაკვეთილის მიზანი უტიზმთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში აუტიზმის მქონე ადამიანების მიმღებლობის გაზრდა იყო.
აქტივობამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აზრი დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიო ყველა ქვეყანა, მატ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს