ჯვარის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ლიტერატურული პროექტი ხორციელდება
05-04-2023
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

პედაგოგთა მთავარი მიზანი მოსწავლეთა განვითარება და მოტივირებაა, რაზეც აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, მე-6 კლასში პროექტ „წიგნის თაროს“ პირველი სესია გაიმართა. მისი თემა იყო „კითხვა - ეს საუკეთესო სწავლაა“. მოსწავლეებმა განსაკუთრებული მონდომება და ინტერესი გამოიჩინეს, ვრცლად ისაუბრეს, აზრი დააფიქსირეს. შესაბამისად, აქტივობაც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203