„წიგნი ჩვენი მეგობარია“- ჯვარის N1 სკოლაში, ლიტერატურული პროექტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა
05-04-2023
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში პროექტ - „წიგნის თაროს“ მესამე სესია გაიმართა. 

მისი თემა იყო - „წიგნი ჩვენი მეგობარია“. აქტივობა მე-9 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მიმდინარეობდა. მათ ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს, საინტერესოდ ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

სესიამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. ამაზე მეტყველებს ის მრავალფეროვანი აქტივობებიც, რომელებიც სწორედ ამ მიმართულებით იმართება. თავის მხრივ, პედაგოგები ცდილობენ, რომ მათ ეს სიყვარული კიდევ უფრო გაუღვივონ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203