წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ხელბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტულ ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, VIIბ კლასის მოსწავლეები წყალტუბოს სპორტის სასახლეში ხელბურთში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, შედეგად კი პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, წარმატებას უსურვებენ და ულოცავენ. მათი სპორტის მასწავლებელი: ბ. იოსელიანი, ხოლო კლასის ხელმძღვანელი: თ. ივანეიშვილია.
აღსანიშნავია, რომ მოსსწავლეთა განვითარებაზე თითოეული პედაგოგი აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: