„ქართველი მათემატიკოსები“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა
05-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად კი, მათემატიკის სასკოლო კონფერენცია - „ქართველი მათემატიკოსები“, გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ და აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ. 

მათ სასკოლო საზოგადოებას ქართველ მათემატიკოსთა ღვაწლი და დამსახურება როგორც მათემატიკის დარგში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე გააცნეს. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, უდიდესი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

კონფერენცია სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ დადებითად შეაფასა, მან მათემატიკის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა, კონფერენციის მონაწილე მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და სერტიფიკატები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203