„წყალი სიცოცხლეა“- დილითის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
04-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, გაიმართა პრეზენტაცია - „წყალი სიცოცხლეა“. აქტივობას ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნორა შირინიანი, და ბუნების მასწავლებელი და ჯულიეტა ჟამკოჩიანი ხელმძღვანელობდნენ. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს, კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს წყლის მარაგის რაოდენობის, რაციონალური გამოყენების აუცილებლობისა და იმ უარყოფითი შედეგების შესახებ გაერგოთ, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით იმუშაონ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს