ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
04-04-2023
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება მოეწყო.

სკოლაში პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს და მათზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.

პოეტთან ერთად სკოლას სტუმრობდნენ: პოეტის მეუღლე - მარინა ხარხელაური, ფილოლოგი ლია თუშური და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი.

„მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა, ბატონ ტარიელის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა, დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს პოეტის მიმართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პოეზიის ზეიმი ღონისძიების დამსწრე მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203