დოლოგნის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე თომა სურმანიძე izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით ასრულებს
04-04-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე თომა სურმანიძე izrune.ge-ს დიდი ოჯახის ბეჯითი წევრია. 

თომა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და საგანმანათლებლო, მამოტივირებელ ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებს.

თომა სურმანიძე izrune.ge-ს თებერვლისა და მარტის შემაჯამებელი ტესტები წარმატებით გაიარა და მიღწეულის დამადასტურებელი დიპლომებიც მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203