
შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები - ანდრია ბერიძე და გუგა თედორაძე izrune.ge-ს დიდი ოჯახის ბეჟითი წევრები არიან.
მეორეკლასელები ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არიან ჩართულნი და საგანმანათლებლო ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებენ.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ამაყობს თავისი წარმატებული იზრუნელებით და მოსწავლეებს მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: